Accentnews.ge
მარნეულიდან თბილისში კორონავირუსზე ეჭვით ახალშობილი გადმოიყვანეს

მარნეულიდან თბილისში კორონავირუსზე ეჭვით ახალშობილი გადმოიყვანეს

25/03/2020 08:07:07 საზოგადოება

მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს.

კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.

„გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა. მას აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცხის ანალიზი იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, - აღნიშნა რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S