ეზუგბაია – ახალ პაციენტებზე: "ერთი საფრანგეთის ისტორიაა, ორი – ამერიკის"
25/03/2020 06:59:57 საზოგადოება
გუშინ შემომატებული პაციენტებიდან ერთი საფრანგეთის ისტორიაა, ორი – ამერიკის,– ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალ ინფიცირებულებს შორის სამხედროები არ არიან.
როგორც ეზუგბაია ამბობს, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული შემთხვევები ძირითადად იმპორტირებულია, ან დასტურდება ინფიცირებულთან კონტაქტი, ხოლო ცენტრში შესული ყველა პაციენტის გამოკითხვით დასტურდება, რომ მოქალაქეები იყვნენ თვითიზოლაციაში.
„ახალი შემთხვევებიდან ორი ჩვენს ცენტრშია. ტსტირება ორ ეტაპად ჩატარდა 22 პაციენტზე და მხოლოდ 3–ზე მივიღეთ დადებითი პასუხი. დღეს დილას 10 პაციენტზე მოხდა ტესტის აღება. რაც შეეხება მდგომარეობას, ჩვენთან ყველაზე მძიმეა ასაკოვანი ქალბატონი, მაგრამ დღეისთვის შემიძლია, გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად. მასთან სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება. შესაბამისად წარმოებს მკურნალობა. პროგნოზის თქმა შეუძლებელია. ვნახოთ, დინამიკაში როგორი მდგომარეობა წარიმართება“,– განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ორ სამხედროზე მოხდა ნიმუშების აღება.


