საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
25/03/2020 06:51:44 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 10 გამოჯანმრთელებული პაციენტია.
„კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოგვემატა და გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ცენტრი“,– განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევა დასტურდება.


