"მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო"
24/03/2020 19:21:24 საზოგადოება
"მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო, სოციალური დისტანცირების დაცვა უმნიშვნელოვანესია", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხდა.
"საგანგებო მდგომარეობა ყველამ უნდა დაიცვას. იგივე იმ ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში. ყველამ უნდა გაითავისოს ეს გამკაცრებული პირობები იმიტომ, რომ მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო. ეს უნდა ვიცოდეთ. შემთხვევები გაგვეზრდება, მაგრამ მთავარია, როგორმე თავიდან ავიცილოთ ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების. შემიძლია, ვთქვა, რომ ჯერ–ჯერობით არ ვართ ფართომასშტაბიანი გავრცელების არეალში, მსგავსად ბევრი ევროპული ქვეყნის და ასევე, არ დავასახელებ, ჩვენს მეზობლებს, სადაც უკვე ასობით და ათასობით შემთხვევა არის. ამიტომ ვამბობ, რომ ღონისძიებები სერიოზული გატარდა ქვეყანაში, მაგრამ, მოგეხსენებათ, საკმარის არასოდეს არაფერია, ამიტომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და მთავარი ღონისძიება ეს არის სოციალური დისტანცირება", – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული. 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.


