Accentnews.ge
"თუ დანარჩენ მსოფლიოში პიკი ათასები იყო, ჩვენთან ასეულები იქნება“

"თუ დანარჩენ მსოფლიოში პიკი ათასები იყო, ჩვენთან ასეულები იქნება“

24/03/2020 17:14:53 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა მნიშველოვან მატებას პროგნოზირებს.

„ჯერ ყოველდღიურად მატება მხოლოდ ერთნიშნა იყო. შეიძლება, ორციფრიანზე ავიდეთ, სამციფრიანს კი, პირადად მე არ ველოდები, თუმცა შეუძლებელი არაფერია. აშშ-ში, სადაც ერთ დღეში 7 500 შემთხვევა იყო, ეს უკვე ოთხ-ციფრიანი მატებაა. ველოდები, რომ ჩვენთან მატება იქნება დადასტურებული შემთხვევების. ასევე, ასეთ კარგ იზოლაციაში ვერ დავრჩებით, რომ არც ერთი გარდაცვლილი არ გვყავს. სამწუხაროდ, ასე ვერ დავრჩებით. ალბათ, გვეყოლება ერთეული ლეტალური შემთხვევებიც. რაოდენობით საკმაოდ სოლიდურ დისტანციაზე მივყვებოდით დანარჩენ მსოფლიოს და დანარჩენ ევროპას. ჩემი რწმენა და შეიძლება, სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, არ მივაღწევთ ევროპის ქვეყნების დონეს, სადაც კატასტროფული სიტუაციაა. მას ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით. ანუ იქ თუ პიკი იყო ათასები, ჩვენთან პიკი ასეულები იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S