ზიადალიევი: „რამოდენიმე სოფელში სასმელი წყლის და პროდუქტების პრობლემაა“
24/03/2020 16:31:06 საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან რაშინ ზიადალიევი აცხადებს, რომ მარნეულის მკვიდრები 23 მარტისგამ განსხვავებით მეტად ინფორმირებულები არიან, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით მეტი ჩართულობაა საჭირო.
„გუშინდელისგან განსხვავებით მოქალაქეები მეტად ინფორმირებულია მიმდინარ პროცესების შესახებ, მაგრამ არ არიან ინფორმირებულები ბაზისურ სამედიცინო დეტალებზე და ჰიგიენაზე. ამ მხრივ კარდაკარ პრინციპით მოსახლეობის ინფორმირებაა აუციელებლი. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ შექმნილი გვერდი https://stopcov.ge მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ფუნქციონირებს. არასამთავრობო სექტორი ცდილობს, მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოს, მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან ინფორმაციის მხრივ ჩართულობაა საჭირო“,– განაცხადა ზიადალიევმა "ტვ პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, რამდენიმე სოფელს სასმელი წყლის და საკვები პროდუქტების პრობლემაა:
„საუბარია ქალაქის ცენტრიდან მოშორებულ რამოდენიმე სოფელზე, სადაც პატარა მაღაზიებია. ვიცი, რომ მარნეულის მერია 100–მდე სოციალურ დაუცველს დაეხმარა, რაც ძალიან ცოტაა, რანდან ქალაქში 1000–მდე პირია“


