საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70–მდე გაიზარდა
24/03/2020 15:15:06 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70–მდე გაიზარდა,– ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე https://stopcov.ge არის განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4055 კარანტინის რეჟიმში იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.


