Accentnews.ge
აჰმედ იმამკულიევი: "მოსახლეობას არ აძლევენ ინფორმაციას, რატომ უნდა იყვნენ სახლში"

აჰმედ იმამკულიევი: "მოსახლეობას არ აძლევენ ინფორმაციას, რატომ უნდა იყვნენ სახლში"

24/03/2020 11:15:40 საზოგადოება

„ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობა ინფორმაციის დეფიციტს განიცდის და არ იციან საკარანტინო ზონაში როგორ უნდა მოიქცნენ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას განწყობა, თითქოს რამეს აკეთებს:

„მოსახლეობას არ აძლევენ ინფორმაციას რას ნიშნავს კარანტინი, რატომ უნდა იყვნენ სახლში, რის გამო არ უნდა გამოვიდნენ სახლიდან გარეთ. ხელისუფლება რაღაცას აკეთებს, მაგრამ აკეთებს მარტო პიარის სახით. რეალობაში ქუჩა ქუჩა არავინ არ დადის, სადაც დაინფიცირებული ადამიანი ცხოვრობდა იმ ქუჩის გარდა არავისთან არ მისულა“, - აცხადებს აჰმედ იმამკულიევი.

მარნეულის მერის ზაურ დარღალის თქმით კი ბოლნისში და მარნეულში მცხოვრები მოსახლეობისთვის ორი მანქანა მოძრაობს, რომლებიც ადგილობრივებს აზერბაიჯანულად, სომხურად და ქართულად აწვდიან ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S