Accentnews.ge
"კერძო ლაბორატორიამ კორონავირუსით ინფიცირების ერთი თუ ორი შემთხვევა გამოავლინა"

"კერძო ლაბორატორიამ კორონავირუსით ინფიცირების ერთი თუ ორი შემთხვევა გამოავლინა"

24/03/2020 10:34:33 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კერძო ლაბორატორიამ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ერთი თუ ორი შემთხვევა გამოავლინა.

მისივე თქმით, აღნიშნული კერძო ლაბორატორიის ფუნქციონირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უწყობს ხელს, რადგან მათ მიერ ტესტირება მიღებული სტანდარტის დაცვით ხორციელდება.

„აქ საუბარია იმ ლაბორატორიაზე, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ხელს ვუწყობთ, რომ იფუნქციონიროს. ისინი აკეთებენ იგივე მოლეკულურ ტესტირებას, რაც მიღებულია „ოქროს სტანდარტად“. მათ მიერ აღმოჩენილი იყო კორონავირუსით ინფიცირების 1 თუ 2 შემთხვევა, თუმცა ეს შემთხვევები გადამოწმებულ იქნა ჩვენთან – ლუგარის ლაბორატორიაში,“ - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S