Accentnews.ge
საქართველოში მოქალაქეებმა და ბიზნესმენებმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 5 მილიონამდე ლარი გაიღეს

საქართველოში მოქალაქეებმა და ბიზნესმენებმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 5 მილიონამდე ლარი გაიღეს

24/03/2020 10:12:56 საზოგადოება

ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, #StopCoV ფონდში, რომელშიც ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხას კომპანიები და მოქალაქეები რიცხავენ, სადღეისოდ 5 მილიონი ლარამდეა აკუმულირებული.

მისივე განმარტებით, ფონდში მობილიზებული თანხების ხარჯვის პროცესი გამჭვირვალე იქნება.

„ბიზნესის, საზოგადოების და სახელმწიფოს კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ამ ერთიანობით აუცილებლად გავუმკლავდებით covid 19-ს“, - აღნიშნა დაუშვილმა.

ცნობისთვის: კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S