Accentnews.ge
ობიექტები, სადაც 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია

ობიექტები, სადაც 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია

24/03/2020 09:30:43 საზოგადოება

  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმ ობიექტებს ასახელებს, სადაც 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია:
  • ტრანსპორტი;
  • სამედიცინო და საჯარო დაწესებულებები;
  • თავდაცვის ძალები და პენიტენციური დაწესებულებები;
  • სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, აგრო-ქიმიკატების სათესლე-სარგავი მასალების საცალო რეალიზაციის ობიექტები.
  • თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.
  • საქმიანობის შეჩერება არ ეხება ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
  • საქონლისა და პროდუქტის საცალო და საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია დასაშვებია, თუ საცალო მიწოდება და რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების ან წვდომის გარეშე. ეს შეზღდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს.

"ასევე გარკვეული დაშვებებია გაკეთებული რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობასთან მიმართებაში და დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის მიტანით ან სატრანსპორტო საშუალებით შეძენის შემთხვევაში,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S