Accentnews.ge
როდის ელოდებიან კორონავირუსის პიკს საქართველოში – თამარ გაბუნიას განმარტება

როდის ელოდებიან კორონავირუსის პიკს საქართველოში – თამარ გაბუნიას განმარტება

24/03/2020 09:14:54 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველა კლასტერი კონტროლდება.

„რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, საბედნიეროდ ყველა კლასტერი კონტროლდება. ყველა დადებითი შემთხვევა ვიცით რასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია, თუ არაფერს გავაკეთებთ, მე-7, მე-8 კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონისძიებები, ამდენად მე-7, მე-8 კვირის პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს მივიღოთ პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ იყოს ეტაპობრივი და თანმიმდევრული, თუ იქნება შემთხვევების მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევების მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივად,“ - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S