რატიანი – მარნეულის შემთხვევაზე: „ვინარჩუნებთ სიცოცხლეს“
24/03/2020 08:21:55 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ახალი ტიპის კორონავირუსზე 24 ანალიზის პასუხს ელოდება.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, პასუხები დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი:
„ამ ეტაპზე კლინიკაში 60 პაციენტია. ჩვენი კლინიკა ყოველწუთიერად ღებულობს პაციენტებს. გუშინ მივიღეთ 18 საეჭვო შემთხვევა. ლუგარში გაგზავნილია ტესტები და ველოდებით“.
მისივე თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია:
„იცით, რომ გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთის მდგომარეობა სტაბილური. ქალბატონი, რომელიც არის მარნეულიდან, 62 წლის, მისი მდგომარეობა დინამიკის ცვლილების გარეშეა, ანუ ვინარჩუნებთ ვიტალურ(სასიცოცხლო) პარამეტრებს. ოქსიგენაციის პარამეტრები მეტნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან დადებითი დინამიკა მიღწეული გვაქვს. ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს“, - განაცხადა რატიანმა.


