კახეთიდან თბილისში სამი პირი გადაიყვანეს
24/03/2020 07:30:27 საზოგადოება
გასული დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურის მატების გამო კახეთიდან თბილისის კლინიკებში კარანტინში მყოფი ერთი და თვითიზოლაციაში მყოფი ორი მოქალაქე გადაიყვანეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, რეგიონში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, კახეთში შვიდ ლოკაციაზე 401 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 411 ადამიანია. ასევე თვითიზოლაციის ვადა 23 მოქალაქეს ამოეწურა.
ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ რეგიონის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ამ ეტაპზე ე.წ. მარნეულის შემთხვევასთან არანაირი კონტაქტი არ იკვეთება.
ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში არაქართულენოვან მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ე.წ. ფლაერების დარიგება იგეგმება. სწრაფი ტესტებს კი, რეგიონში რამდენიმე დღეში ჩამოვა.


