"9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე"
24/03/2020 06:50:19 საზოგადოება
თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში, 40-დან გუშინ დადასტურდა ხუთი ახალი შემთხვევა. გუშინ გვქონდა 35 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი დადასტურებული შემთხვევა და ჩვენს ცენტრში არის უკვე 40 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ სხვა ცენტრებში არის ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გაჯანმრთელებული და გაწერილი არის 8. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი. აქედან კვლავ რჩება ერთი გაჯანმრთელებული, უბრალოდ რაღაც გადამოწმება სჭირდებოდა გუშინ მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს ალბათ ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს. გამოდის, რომ 9 გამოჯანმრთელებული პაცენტი გვყავს უკვე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციური სავადმყოფოში მყოფი 3 ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 66 შემთხვევაა დადასტურებული. 66 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.


