Accentnews.ge
"კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა"

"კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა"

24/03/2020 06:41:53 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით,კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, როდესაც მათ სიმპტომები გამოუვლინდათ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.

“5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოსულები იყვნენ - ზოგი 7მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს გუშინ. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან.

გუშინ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ამ 16 პაციენტიდან 5 პაციენტთან მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომელიც უკვე ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S