საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
24/03/2020 05:59:14 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 9 პაციენტია:
"მეცხრე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ საღამოს დატოვა".
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთლიანობაში 61-ია. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3222 ადამიანი,სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 237


