Accentnews.ge
იმერეთში დასაქმებული მარნეულის 30 მკვიდრი კარანტინში გადაიყვანეს

იმერეთში დასაქმებული მარნეულის 30 მკვიდრი კარანტინში გადაიყვანეს

23/03/2020 20:14:23 საზოგადოება

საჩხერეში, სასტუმროს საკარანტინე ზონაში მარნეულის 30 მკვიდრი შეიყვანეს. ისინი საჩხერესა და ჭიათურაში საგზაო სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღის ჩასული არიან საჩხერესა და ჭიათურაში. სწორედ ამიტომ იქნა კარანტინში გადაყვანის გადაწყვეტილება მიღებული. მათგან რამდენიმეს ტემპერატურა დაუდასტურდა, თუმცა ჯერ კლინიკაში გადაყვანა არ გახდა აუცილებელი.

გიორგიძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დაინფიცირებულ მარნეულელ ქალთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აღნიშნულს წინ უძღოდა 62 წლის ქალის ინფიცირების შემთხვევა, რომლის პირველწყაროც მიკვლეული არ არის. ცნობილია, რომ ქალი 11 მარტს წლისთავზე ათეულობით ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, კლინიკას კი 18 მარტს მიმართა. ორიოდ დღის წინ მას ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში მას სოციალური აქტივობა ჰქონდა. მიკვლეულია 100–მდე კონტაქტი. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფოთის კლინიკაში ანაკლიიდან პნევმონიის დიაგნოზით ქალი გადაიყვანეს. პაციენტი ამბობს, რომ მას ე.წ წლისთავის სუფრასთან ჰქონდა კავშირი. მისი ტესტის პასუხები ჯერ ცნობილი არაა.

გარდა ამისა, როგორც „აქცენტისთვის“ გახდა ცნობილი, კლინიკა „რუსთავში“ კორონავირუსზე ეჭვით პაციენტია მოთავსებული. სავარაუდოდ, მასაც მარნეულის შემთხვევასთან ჰქონდა კავშირი. ამ დროისთვის პაციენტის ტესტის პასუხები კვლევაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S