"4 ინფიცირებული ახალი კლასტერია, ისინი აშშ-იდან ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში იყვნენ"
23/03/2020 15:55:05 საზოგადოება
"4 ინფიცირებული ახალი კლასტერია, ისინი აშშ-იდან ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში იყვნენ", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
"54 ინფიცირებულს დღეს დაემატა 7 ახალი შემთხვევა. ამ 7–დან 4 არის ჩვენთან, 3– აჭარაში. ამ უკანასკნელებზე ინფორმაცი არ მაქვს. რაც შეეხება 4 ახალ ინფიცირებულს, ეს არ არის შიდა გადაცემა, ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა. მათი ზოგადი მდგომაროება ამ დროისთვის არ არის მძიმე მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და დაენიშნებათ მკურნალობა. ახალი შემთხვევბის კავშირები გამოიკვლევა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ მანამდეც. ყველანი საშუალო ასაკის არიან ერთი შედარებით ახალგაზრდა,15 წლის ბავშვია", – განაცხადა ენდელაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61–მდე გაიზარდა. 8 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


