ფონდში StopCoV 1 370 000 ლარია მობილიზებული, თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-დან ყველას შეუძლია
23/03/2020 15:26:00 საზოგადოება
ფონდში StopCoV 1 370 000 ლარია მობილიზებული, თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-დან ყველას შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პლატფორმა www.stopcov.ge–ს ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში #StopCoV ფონდის პრეზენტაცია გამართეს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ. აღნიშნული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. აღსანიშნავია, რომ დღეს ფონდში უკვე აკუმულირებულია 1 მილონ 370 ათასი ლარი. ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან " ,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 61 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.


