ზოიძე – მარნეულში დაინფიცირებულ ქალზე: "შემდგომი ტალღის სახით 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი“
23/03/2020 12:22:55 საზოგადოება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი.
“ბოლნისის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით არის 1700-მდე უკვე იმ 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო”, - განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ცნობილია, რომ ქალი წლისთავზე 11 მარტს იმყოფებოდა. მან სამედიცინო დაწესებულებას 18 მარტს მიმართა, ამ ხნის განმავლობაში კი სოციალური აქტივობა ჰქონდა.
ამ დროისთვის მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო ზომებია მიღებული. მედიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნუ დამალავენ საკუთარ კონტაქტებს.


