Facebook-ს www.StopCoV.ge-ის გრაფა ემატება
23/03/2020 11:50:37 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის და Facebook-ის ადმინისტრაციის თანამშრომლობით, დღეიდან სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება,– იუწყება მთავრობის პრესსამსახური. კერძოდ, სოციალურ ქსელ “ფეისბუქს“ დაემატა გრაფა - „ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები“, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით.
„ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge “, - ვკითხულობთ „ფეისბუქზე“.


