Accentnews.ge
სეს-ის სპეციალური რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის

სეს-ის სპეციალური რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის

23/03/2020 11:25:20 საზოგადოება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან.

სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე.

აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები : პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და ხელთათმანით; გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა; სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდა“, - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S