Accentnews.ge
ახალი შეზღუდვები: ქელეხები და ქორწილები აიკრძალა

ახალი შეზღუდვები: ქელეხები და ქორწილები აიკრძალა

23/03/2020 10:55:00 საზოგადოება

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, იკრძალება საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

იკრძალება ისეთი ტიპის სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10–ზე მეტი ადამიანის თავშეყრასთან: ქელეხი, ქორწილი.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.

„იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა“, - ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც 23 მარტიდან ამოქმედდა.

დადგინილება სრულად იხილეთ: https://matsne.gov.ge/

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S