Accentnews.ge
სუბარი – მოქალაქეების მიერ მარნეულისა და ბოლნისის დატოვებაზე: „ვიღაცა შეიძლება, ფეხით გადავიდეს“

სუბარი – მოქალაქეების მიერ მარნეულისა და ბოლნისის დატოვებაზე: „ვიღაცა შეიძლება, ფეხით გადავიდეს“

23/03/2020 10:17:55 საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან ქვეითად გამოსვლის შემთხვევები დაფიქსირდეს.

„სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ არსებობს შემოვლითი გზები, რომლითაც მანქანები გადაადგილდებიან. ყოველ ასეთ ინფორმაციას, რაც ჩემამდე მოდის, ყოველწუთიერად ვამოწმებთ შესაბამის სტრუქტურებთან და ამ დრომდე ყველა ასეთ ინფორმაციაზე პასუხი იყო: დიახ, ვიცით ეს გზა გადაკეტილია. უბრალოდ ბოლნისიდან ან მარნეულიდან მანქანა რომ გადის ამ მიმართულებით, ხალხს ჰგონია, რომ ის წავიდა. სინამდვილეში, ისინი იძულებული არიან გაჩერდნენ ამ მუნიციპალიტეტების საზღვარზე და გამობრუნდნენ უკან. ძალიან ხშირად, ეს ინფორმაცია შეშფოთებული მოქალაქეების მხრიდან არის ხოლმე მოწოდებული, რომლებმაც დაინახეს, რომ ვიღაცამ რაიონიდან გასვლა დააპირა, თუმცა მათ აღარ იციან, რომ იმ პირმა გასვლა ვერ მოახერხა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ორი - სამი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, სადღაც მინდვრების გავლით. ვიღაცა შეიძლება ფეხით გადავიდეს, თუმცა ავტომობილებით გავლა არის შეუძლებელი.

ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ასეთი სიფხიზლე, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხდება განგაშის ატეხვა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა გლობალურ საფრთხესთან გვიხდება დღეს ბრძოლა,“ - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის: 23 მარტიდან ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო წესები მოქმედებს. მოქალაქეებს აღნიშნული მონუციპალიტეტების დატოება ეკრძალებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S