„კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის პაციენტის 100–ზე მეტი კონტაქტია დადგენილი“
23/03/2020 08:57:07 საზოგადოება
მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის 100–ზე მეტი კონტაქტია დადგენილი,– ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„100–ზე მეტი კონრაქტია დადგენილი და ჩვენი თანამშრმლები გასულები არიან საველე სამუშაოებზე. მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა“,– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიკვლეული კონტაქტებიდან სამს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ცნობისთვის: მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად გამოცხადაა. ხვალ საქართველოში კორონავირუსის სწრაფ ტესტებს ელოდებიან.


