Accentnews.ge
მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

23/03/2020 08:37:09 საზოგადოება

მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანი განმარტავს, 62 წლის პაციენტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებით მოხდა.

„ქალის ზოგადი მდგომარეობა, მისი სომატური პათოლოგიიდან გამომდინარე იყო მძიმე და როგორც ანამნეზით ირკვეოდა, შესულია ადგილობრივ კლინიკაში 18 რიცხვში, სადაც პირველივე დღეს დაუდგინდა მწვავე პნევმონია, ეპიდანამნეზში COVID-19-ით ინფიცირებულთან კავშირი არ იყო წარმოდგენილი. დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების დროს ეჭვი იქნა მიტანილი COVID-19 ინფექციის არსებობაზე, რაც დადასტურდა. პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა, მწვავე რესპირატორული სინდრომი და პაციენტი გადაყვანილი იქნა აპარატზე. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა ტესტირება“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, მძიმეა კიდევ ხუთი პაციენტის მდგომარეობა – ყველა მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

ამ დროისთვის საქართვლოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S