Accentnews.ge
ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პირმა დატოვა

ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პირმა დატოვა

23/03/2020 06:33:14 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სულ ხუთი პირია გაწერილი.

აღნიშნული ორი პირი იმ ხუთ ახალ გამოჯანრთელებულთაგან არის, რომელთა შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ განაცხადეს.

რაც შეეხება კიდევ სამ გამოჯანმრთელებულს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ვინაიდან მათ პნევმონია აღენიშნებოდათ, ისინი კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის დატოვეს და თუ ყველა მაჩვენებელი ნორმაში იქნება, შესაძლოა, დღეს გაწერონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S