"კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა ნამდვილად საგანგაშოა"
22/03/2020 22:29:52 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა ნამდვილად საგანგაშოა, რადგან ინფიცირებული ქალბატონის მდგომარეობა მივიდა დამძიმებამდე, მანამდე არ მიუკითხავს სამედიცინო დაწესებულებისთვის და სავარაუდოდ, ბევრი კონტაქტი იქნება, – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილი იყო.
„სხვა შემთხვევები განსაკუთრებით თითქმის არ ყოფილა ისეთი, რომელიც დაუშვათ, ვერ გავიგეთ ვისგან იყო, საიდან იყო, მაგრამ აი ეს შემთხვევა ცოტა საგანგაშოდ მიიჩნევა“, – განაცხადა მან.
ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ასაკს გადაცილებული პაციენტი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ცნობილი გახდა, რომ შუახნის ქალი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.სწორედ ეს ფაქტი სახელდება ე.წ. მეოთხეულ გადაცემად, რაც გულისხმობს, რომ ინფიცირების წყარო უცნობია. იყო ვარაუდი, რომ ინფიცირების წყარო მისი და გახდა, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქალს კორონავირუსი არ უდასტურდება.
ცნობისთვის: 21 მატიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, ბოლნისსა და მარნეულში კი 23 მარტს საკარანტინო რეჟიმი გმოცხადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მაცხოვრებლები ქალაქს ვერ დატოვებენ.
უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, ფიქსირდება ე.წ. მეოხეული გადაცემის ფაქტიც – პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.


