სარიტუალო ღონისძიება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, 11 მარტს ჩატარდა
22/03/2020 22:13:14 საზოგადოება
სარიტუალო ღონისძიება – წლისთავი, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა, 11 მარტს, მარნეულში ჩატარდა, –ამის შესახებ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა განაცხადა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წლისთავი ჩატარდა მარნეულის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდნენ მარნეულის მაცხოვრებლებიც. ოჯახის კონტაქტი მოძიებული გვაქვს – შვიდი პიროვნება და ბოლნისის სამი მაცხოვრებელი. სწლისთავის შემდეგ ქალბატონი [რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა], დასთან ერთად იმყოფებოდა ბოლნისის სოფელში, სადაც ღამე გაათენეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ქალბატონმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჰოსპიტალს 18 მარტს მიმართა“,– განაცხადა მამარდაშვილმა.
მარნეულში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევა გუშინ დადასტურდა. სწორედ ეს ფაქტი სახელდება ე.წ. მეოთხეულ გადაცემად, რაც გულისხმობს, რომ ინფიცირების წყარო უცნობია. იყო ვარაუდი, რომ ინფიცირების წყარო მისი და გახდა, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქალს კორონავირუსი არ უდასტურდება.
ცნობილია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონი მარნეულში, ერთ–ერთ მაღაზიაში მუშაობდა. ამასთან, როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, წლისთავზე, ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა, მოძიებულია 90–მდე კონტაქტი.
ცნობისთვის: 21 მატიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, ბოლნისსა და მარნეულში კი 23 მარტს საკარანტინო რეჟიმი გმოცხადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მაცხოვრებლები ქალაქს ვერ დატოვებენ.
უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, ფიქსირდება ე.წ. მეოხეული გადაცემის ფაქტიც – პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.


