Accentnews.ge
ქვემო ქართლის გუბერნატორი: „ხვალიდან მედიკოსებთან ერთად ყველა ოჯახში შევალთ“

ქვემო ქართლის გუბერნატორი: „ხვალიდან მედიკოსებთან ერთად ყველა ოჯახში შევალთ“

22/03/2020 21:55:44 საზოგადოება

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მედიკსები ხვალიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ყველა ოჯახში შევლენ.

„მუნიციპალიტეტები ყველა საჭირო სერვისით უზუნველყოფილი გვაქვს, მათ შორის პროდუქტების, მედიკამენტების დეფიზიტი არ არსებობს. მომარაგება ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში მოხდება. მედიკოსებთან ერთად ხვალიდან ძალიან აქტიურ რეჟიმში გადავდივართ: შევალთ პრაქტიკულად ყველა ოჯახში და სადაც კი იქნება შესაბამისი სიმპტომატიკა და რისკი, ექნება შესაბამის გამოხმაურება, ანალიზის ჩატარება და პრევენცია, რომ დაავადება სქტიქიურად არ გავრცელდეს“,– განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის: 21 მატიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, ბოლნისსა და მარნეულში კი 22 მარტს საკარანტინო რეჟიმი გმოცხადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მაცხოვრებლები ქალაქს ვერ დატოვებენ.

უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, ფიქსირდება ე.წ. მეოხეული გადაცემის ფაქტიც – პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S