Accentnews.ge
ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

22/03/2020 19:53:20 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს.

„ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება, უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება, ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის, მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას“, - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S