Accentnews.ge
"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 3 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა"

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 3 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა"

22/03/2020 16:08:40 საზოგადოება

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 3 მძიმე ავადმყოფი გვყავს", – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

"ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე, 32 პაციენტი მკურნალობს. ამ პაციენტებიდან, როგორც დილით ავღნიშნე, მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. 2 ქალბატონი, შედარებით ასაკოვანია, მათგან ერთს აქვს თანარსებული ჰიპერტონული დაავადება, მეორეს ასაკთან ერთად, მძიმე ნევროლოგიური დაავადებაც აქვს, რის გამოც ეს ორივე პაციენტი, გარკვეულ წილად ისევ, პროგნოზულად პროგრესირების თვალსაზრისით, მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან. გარდა ამის კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ შეგვემატა. ესეც შუახანს გადაცილებული პირი არის, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. ამ ეტაპზე დაწყებულია მკურნალობა და ვნახოთ დინამიკაში, რა სიტუაცია გვექნება, ამ წუთში თითქოსდა სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ პროგნოზი ამ პაციენტთანაც სერიოზული შეიძლება იყოს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 51 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 3 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S