Accentnews.ge
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22/03/2020 15:50:44 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფ რვა პაციენტთან დაკავშირებით კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.

მისივე თქმით, კვლევის შედეგებს კიდევ ექვსი პაციენტის შემთხვევაში ელოდებიან.

„რვა პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და რვავესთან უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული, დღეს საღამოს აღებულია ექვს პაციენტზე კვლევა“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს.

„მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს სამი მძიმე ავადმყოფი. ორი ქალბატონი შედარებით ასაკოვანი სხვადასხვა ასაკით, ერთს აქვს თანარსებული დაავდება, ჰიპერტონული დაავადება, მეორეს რომელიც უფრო მაღალი ასაკით მაღალ რისკში გადის, მძიმე ნევრლოგიური დაავადება. ორივე პაციენტი ისევ პროგნოზულად, პროგრესისერების თვალსაზრისით მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან. კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ დაგვემატა. შუახანს გადაცილებული პირია, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S