მარტოხელა მოხუცები პირბადეებს 23 მარტიდან მიიღებენ
22/03/2020 12:00:09 საზოგადოება
70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის პირბადეების დარიგება 23 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„პირბადეების წარმოებაში ჩართულია მრავალი სამკერვალო ქარხანა და როგორც კი ნედლეულის რითმულ მიწოდებას ავაწყობთ, შევძლებთ, რომ უფრო მასობრივად დავიწყეთ წარმოება. დღეს რასაც ვაწარმოებთ, კონკრეტული, შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ იმ კატეგორიებზე, ვინც დგანან ფრონტის წინა ხაზზე და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამერწმუნეთ, რომ კერძო სექტორის ჯგუფებს შორის, მედია ხართ ერთ-ერთი პრიორიტეტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა პენსიონერებს დავურიგებთ პირბადეებს. ყველანი გაგებით უნდა მოეკიდოთ, მეც კი არ მაქვს პირბადე. პირველ რიგში პრიორიტეტი არის 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცები, ორშაბათიდან ვიწყებთ დარიგებას ამ პრიორიტეტით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


