Accentnews.ge
მარნეულში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

მარნეულში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

22/03/2020 11:17:40 საზოგადოება

მარნეულში და ქალაქში არსებულ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი იმ კონტაქტების დადგენას ცდილობენ, ვისთანაც ბოლო დღეებში მარნეულში ინფიცირებულ ქალს შეხება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არის რამდენიმე ექიმი, რომელთაც შეხება ჰქონდათ პაციენტთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით მარნეულში ადგილზე იკვლევს ვითარებას და კონტაქტებს. მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს შეეხება კარანტინის ზომები.

დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S