საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
22/03/2020 06:11:49 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54–მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.
ამასთან, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259.


