Accentnews.ge
საპატრიარქო საკვირაო წირვისთვის მრევლს რეკომენდაციით მიმართავს

საპატრიარქო საკვირაო წირვისთვის მრევლს რეკომენდაციით მიმართავს

21/03/2020 19:03:20 საზოგადოება

"ხვალ საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინების შესაბამისად ჩატარდება", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდია ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციები ბევრ კომპონენტს მოიცავს და ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება სწორი არ არის.

"ჩვენ როცა ვისმენთ დაავადების გავრცელების ახალ გარემოებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია და მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი. საკვირაო წირვა ჩვეულებრივად ჩატარდება ამ რეკომენდაციების შესაბამისად, რომ დისტანცია დაიცვან. ალბათ, ძალიან რთულია ერთ დღეში ყველას ყველაფერი გავაგებინოთ, მაგრამ ამაზე ვიზრუნებთ, რომ მრევლს ავუხსნათ დისტანცია დაიცვან, როცა მსახურებაზე მოვლენ. ეს ზომა მიღებულია გარკვეული მიზნის მისაღწევად. ეს გულისხმობს დისტანციის დაცვის საშუალებას. როდესაც ადამიანები არიან შეკრებილი და სრულიად ალოგიკურია, რომ 20 და 2000 კვადრატულ მეტრში ერთი და იგივე ადამიანების რაოდენობაზე იყოს საუბარი. მიზანი არის, რომ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მივიღეთ ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, რომ დისტანცია იყოს დაცული ადამიანებს შორის. ეს თუ მიიღწევა ვფიქრობ, რომ არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა და ეს ყველას, მათ შორის ეკლესიასაც ეხება. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ "პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, რწმენისა თავისუფლება შეზღუდული არ არის".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული. 48 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S