Accentnews.ge
49–ე პაციენტი საფრანგეთის მოქალაქეა

49–ე პაციენტი საფრანგეთის მოქალაქეა

21/03/2020 19:27:32 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის მეოთხეული გადაცემის ფაქტი ამ დროისთვის არ ფიქსირდება,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი ახალი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში კონტაქტების მიკვლევა რთულდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კი პროცესს ხელს შეუწყობს.

მისივე თქმით, ბოლოს დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა იმპორტირებულია.

რაც შეეხება 49–ე პაციენტს, იმნაძის თქმით, ის საფრანგეთის მოქალაქეა:

„ის არის საფრანგეთის მოქალაქე, იმყოფებოდა საბერძნეთში, შემდეგ საქართველოში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა. აეროპორტში იყო, მაგრამ ასეთი ადამიანების უკან გამგზავრებაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება: მოგეხსენებათ, ფრენები არსად აღარ არის. დახმარების გარეშე ხომ არ დარჩებოდა ადამიანი. ჯერ გადაყვანეს კარანტინში, როგორც კი სიმპტომები გაუჩნდა, ბათუმის ინფექციურში გადაიყვანეს და ეს ახალგაზრდა ფრანგი საქართველოში მიურნალობს. ჩვენ ყველას გავუწევთ დახმარებას“,– განაცხადა იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S