„49 ინფიცირებულიდან 3 პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო“
21/03/2020 16:12:37 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 49 პაციენტიდან 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაა საყურადღებო.
მისივე თქმით, ინფიცირების 49-ე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
„ამ 49 პაციენტში სამია საყურადღებო, პრობლემური, რომელთანაც შესაძლოა, მოხდეს მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ჯერ–ჯერობით თითოეულის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-აცხადებს ეზუგბაია.


