Accentnews.ge
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

21/03/2020 11:41:37 საზოგადოება

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 11 300 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 272 000–ს გადააჭარბა, 92 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 48 შემთხვევაა დადასტურებული. 47 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S