საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
21/03/2020 11:25:57 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 პირი გადის.
47 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


