Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა

21/03/2020 07:34:17 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტპის კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.

„ახალი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ალბათ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. მათი ტესტირება მოხდა გუშინ და კვლევები ახლა დაიწყება, ჩატარდება დინამიურად, შესწავლის მიხედვით. დღევანდელი მონაცემებით პროგნოზის გარკვევა ჯერ შეუძლებელია. რამდენიმე დღის კვლევების შედეგების შეჯერებით შეიძლება, ვთქვათ მომავალში პროგნოზულად ეს პაციენტი მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S