Accentnews.ge
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20/03/2020 19:55:35 საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 9 პაციენტს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"პაციენტებს მიეცემათ შესაბამისი დანიშნულება და სავარაუდოდ, ხვალ ისინი კარანტინებსა და თვითიზოლაციაში დაბრუნდებიან", – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 44 შემთხვევაა დადასტურებული. 43 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S