Accentnews.ge
ვინ მიიღებს პირბადეებს უფასოდ

ვინ მიიღებს პირბადეებს უფასოდ

20/03/2020 16:26:09 საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საწყის ეტაპზე მთავრობა პირბადეებს უფასოდ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უფასოდ დაურიგებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გარდა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისა, პირველ ეტაპზე პრიორიტეტების ნუსხაში მოხვდნენ პოლიციელები, მებაჟეები, სასურსათო მაღაზიებს მოლარეები და კონსულტანტები.

„ვმუშაობთ, რომ პრობლემა მალე აღმოვფხვრათ და პირბადეები ხელმისაწვდომი საზოგადოების ფართო ფენებისთვის იყოს. თუმცა, საწყის ეტაპზე გვიწევს პრიორიტიზაცია. საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დავსახეთ ის პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ პირველი წარმოებული პარტიის გადანაწილება. პირველ რიგში ჩვენი პრიორიტეტი არის 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები ან 70 წელს გადაცილებული ჩვენი თანამოქალაქეები, ვისაც ქრონიკული დაავადებები გააჩნიათ. ჩვენ მათ უფასოდ დავურიგებთ პირბადეების პირველ პარტიას. გარდა ამისა, არის ისეთი კატეგორიები, ვისაც ყველაზე მეტად აქვს შეხება რისკის მატარებელ კატეგორიებთან მოსახლეობის. ეს არის: პოლიცია, მებაჟეები და სხვა კატეგორიის და პროფესიის ადამიანები, ვინც ასევე გვყავს პრიორიტეტში. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ პრიორიტეტულ ნუსხაში გამოვყავით ჩვენი საამაყო ადამიანები, ვინც დღეს მუშაობენ სასურსათო მაღაზიებში, ქსელებში - კონსულტანტები, მოლარეები და მათზეც პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ პირბადეებს დავარიგებთ. შემდეგ როდესაც ავაწყობთ მასობრივ წარმოებას, ეს გახდება უფრო მეტად ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S