საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44 -მდე გაიზარდა
20/03/2020 15:09:50 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი -მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებულს ჰქონდა საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა საზღვარზე შემოსვლის შემდეგ მისი ყველა ნაბიჯი და ურთიერთობა იყო გაკონტროლებული.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული მოქალაქეა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1925 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 პაციენტი რჩება.


