Accentnews.ge
„რანდომული გამოკვლევით, კორონავირუსზე ჯერ დადებითი პასუხი არ არის და ეს ძალიან გვამშვიდებს“

„რანდომული გამოკვლევით, კორონავირუსზე ჯერ დადებითი პასუხი არ არის და ეს ძალიან გვამშვიდებს“

20/03/2020 14:52:39 საზოგადოება

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შემთვევითი პრინციპით რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიკვლია, მათგან 40 მოქალაქის ტესტის პასუხი ახალი ტიპის კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა, რაც მისი შეფასებით, დამამშვიდებელი ინფორმაციაა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რანდომულად აირჩია ადამიანები, რომლებიც მიმართავდნენ. მათ მგზავრობის, საეჭვო კონტაქტების არავითარი ისტორია არ ჰქონდათ. თუ არ ვცდები, 100–მდე ადამიანია გამოკვლეული. მათგან 40–ის შედეგი გამოქვეყნდა. ბევრი სხვა ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ რანდომული გამოკვლევით, კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჯერ არ არის და ეს ძალიან გვამშვიდებს. ბუნებრივია, ამის მთელს საზოგადოებაზე ექსტრაპოლირება შეუძლებელია, მაგრამ ეს ძალიან კარგი და დამაიმედებელი ინფორმაციაა“,– განაცხადა იმუნოლოგმა "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის: 20 მარტის მონაცემებით საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევა ფიქსირდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა აცხადებს, ვირუსის შეკავებიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. მოცემულ ვითარებაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიზანი გავრცელების ტემპის მაქსიმლაური შენელებაა. მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენის წესების დაცვა და სოციალური დისტანცირება: მოქალაქეებს შინიდან გასვლის და პირდაპირი სოციალური კონტაქტების მაქსიმალური შეზღუდვისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S