ტელეკომპანია „პირველს" ისევ ინკასო დაადეს
20/03/2020 14:22:52 საზოგადოება
ტელეკომპანია „პირველს" ისევ ინკასო დაადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხის დამფუძნებელი ვატო (ვახტანგ) წერეთელი ავრცელებს.
„არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !
მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !
მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !
მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !
მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !
მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !
ტელეკომპანია ,,პირველს" ისევ ინკასო დაადეს !
გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !
ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !
გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!“, – წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.


