კორონავირუსის სწრაფი ტესტები სამედიცინო ქსელში იქნება ხელმისწავდომი
20/03/2020 11:30:01 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსის სწრაფი ტესტირება სამედიცინო ქსელში იქნება ხელმისწავდომი,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის, ჯანდაცვის ექსპერტებისა და მედიკოსების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნბილი.
ამ მომენტისთვის ტესტირება ტარდება ლუგარის ლაბორატორიაში, დაავადებათა კონტროლის ქუთაისისა და ბათუმის დეპარტამენტებში და ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში.
„შევთანხმდით, რომ მოხდეს გეოგრაფიული არეალის გაფართოება, რათა ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართოდ კლინიკებისა და მოქალაქეებისთვის. ამ საკითხე სახელმწიფო მუშაობს. ხაზგასმით ვამბობ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ თქმულა უარი ტესტზე იქ, სადაც საჭიროება იყო. მიდის აქტიური მუშაობა, რომ სწარაფდ იყოს შემოტანილი სწრაფი ტესტები. ჯანდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს, რომ სწრაფად მოხდეს მათი იმპორტირება, რათა ის ხეილმისაწვდომი გახდეს სამედიცინო ქსელში. ტესტი უნდა ჩაუტარდეს მას, სადაც ექიმი ჩათვლით საჭიროდ“,– განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.


