Accentnews.ge
კალაძე: "თუ საჭიროება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება"

კალაძე: "თუ საჭიროება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება"

20/03/2020 10:58:22 საზოგადოება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

„გუშინ გაჟღერდა თუ რა უნდა დაიხუროს და რომელ მაღაზიებს ეძლევათ მუშაობის შესაძლებობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეს ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით მდგომარეობას, პულსზე გვიდევს ხელი, თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა თქმა უნდა, საზოგადებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება“,- განაცხადა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S